icon

საგამოცდო პროგრამის გადმოწერასა და მის დაინსტალირებამდე, გთხოვთ გაეცნოთ პროგრამის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკას. პროგრამის გადმოწერისას და შემდგომ მისი დაინსტალირებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკას !გაითვალისწინეთ macOS ოპერაციულ სისტემაზე ელექტრონულად გამოცდის ჩაბარებას ვერ მოახერხებთ MICROSOFT-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო

სამომხმარებლო შეთანხმება და პოლიტიკა

ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ ჩვენს მიერ დასამუშავებელი ან კონტროლირებადი თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. გთხოვთ, დაკვირვებით წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინალური გამოცდებისთვის იყენებს შემდეგ ტექნოლოგიებს:

1.Safeexambrowser

2.Webrtc

  • Webrtc ტექნოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს დაკვირვება საგამოცდო პროცესზე. აღნიშნული სერვისი ააქტიურებს თქვენს მედია დევაისს, მხოლოდ გამოცდის მსვლელობის პროცეში და ლოქდაუნ სისტემის გათიშვის შემდგომ ის ავტომატურად წყვეტს ტრანსლირებას. იხილეთ Webrtc უსაფრთხოების პოლიტიკა
  • თქვენი ვებ-კამერის გამართულად მუშაობა ეტაპობრივად გამოცდის მიმდინარეობის პროცესში მოწმდება: MediaDevices.getUserMedia() გამოყენებით

3. IP და პირადი მონაცემების შეგროვების უსაფრთხოების პოლიტიკა

  • აკაკი წერეთლის სახლემწიფო უნივერსიტეტი 2013 წლიდან აქტიურად იყენებს Microsoft 365 და Microsoft Azure -ს. რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ფინალური გამოცდები ონლაინ რეჟიმში . Microsoft Azure App ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება თქვენი ავტორიზაცია საგამოცდო სისტემაში, როგორც Outlook, MC Teams და სხვა Microsoft აპებში მათივე ტექნოლოგის გამოყენებით Microsoft Graph API ის ექვემდებარება პოლიტიკას Microsoft- ის კონფიდენციალურობის შესახებ, რის საფუძველზეც უნივერსიტეტს აქვს სრული უფლება გამოითხოვოს მისი კორპორაციული მომხმარებლის მონაცემი(ები) საჭიროების შემთხვევაში. ასევე Microsoft Azure უზრუნველყოფს Vpn-proxy ტექნოლოგიებისგან თავდაცვას დამოუკიდებლად ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე;
  • თქვენი სასესიო ლოგები ინახება Microsoft Azure სერვერზე, რომლის მოთხოვნის შემთხვევაში Microsoft-ი ვალდებულია ის მიაწოდოს უნივერსიტეტს ლაივ რეჟიმში თავისივე კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან გამომდინარე

ვიდეო ინსტრუქცია

საგამოცდო პროგრამა და საგამოცდო ფაილის ჩამოტვირთვა

მინიმალური სისტემური მოთხოვნები

  • ოპერაციული სისტემა: Windows 8.1
  • ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
  • NET Framework 4.5(ავტომატურად დამატებულია საინსტალაციო პაკეტში)
  • თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 300 MB
  • ვებ-კამერა შეამოწმე შენი კამერა
საგამოცდო პროგრამა და ფაილი(FORMS-MOODLE)

Windows 7 ?

ჩვენ შევუწყვიტეთ მხარდაჭერა ოპერაცილუ სისტემას Windows 7, მაგრამ თუ თქვენ ვერ ახერხებთ ახალი ოპერაციული სისტემის ინსტალიაციას (8.1-10) მაშინ გაითვალისწინეთ:
#1 Windows 7 SP1
თქვენი ოპერაციული სისიტემა აუცილებელად უნდა იყოს Windows 7 Service Pack 1 (SP1)
#2 Windows 7 ქართული ენის პრობლემა
თუ თქენს Windows 7 აქვს ქართული კლავიატურის გამოყენების პრობლემა მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციებს

!!!გაითვალისწინეთ, რომ ფაილი გადმოიწერეთ მხოლოდ ამ საიტიდან (არანაირი სოციალური ქსელებიდან) წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ პასუხს არ ვარგებთ თქვენს ქმედებაზე!!!

1.1 გადმოწერეთ ქართული ენის რეგისტრ ფაილი

ჩამოტვირთვა გასასწორებელი ფაილის

1.2 ფაილის ინსტალირება (ინსტალაციის შემდგომ გადატვირთეთ კომპიუტერი)

3. როგორ შევცვალოთ ქართული ენა საგამოცდო სისტეამაში

  • ენის ასარჩევად გამოიყენეთ მხოლოდ კლავიატურის კონბინაცია
Alt+Shift

ხშირად დასმული კითხვები

ნებადართულია თუ არა ერთი და იმავე IP მისამართიდან 2 ან მეტი კომპიუტერით გამოცდაზე შესვლა?

  • დიახ ეს შესაძლებელია

როგორ ხდება ჩემი IP მისამართის მონიტორინგი?

  • დასკვნითი გამოცდის მიმდინარეობისას, უნივერსიტეტი იყენებს Microsoft 365 და Microsoft Azure სერვისებს. ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც უნივერსიტეტის კორპორაციული ელ.ფოსტა აქვს, არის Microsoft Azure-ს სერვისების მხარდაჭერის ქვეშ, რის საფუძველზეც IP მისამართების მონიტორინგს ახორციელებს თავად კომპანია Microsoft.

ნებადართულია თუ არა VPN-PROXY ტექნოლოგიის გამოყენება?

  • ეს აკრძალულია, რაც გამოწვევს თქვენი ნაშრომის ანულირებას (Microsoft Azure-ს გამოყენებით)

აუცილებელია თუ არა ვებ-კამერა?

  • დიახ აუცილებელია

მიმდინარეობს თუ არა რელთაიმ საგამოცდო დაკვირვება?

  • დიახ მიმდინარეობს

როგორ მოვიქცეთ თუ ელექტრო ენერგია გაითიშა ან ინტერნეტის მოწოდება შეჩერდა?

  • უკავშირდებით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენელს და აცნობებთ აღნიშნული ფაქტის შესახებ უმჯობესია ჰქონდეთ ამსახველი მოვლენის (ფოტო ან ვიდეო 10 წამიანი)